საზოგადოებრივი კოლეჯი "მიმი"
Untitled

მთავარი მენიუ

დირექტორი

კოლეჯის შესახებ

მისია

წესდება

შინაგანაწესი

დებულება

სტრუქტურა

სასწავლო პროცესი

სპეციალობები

ჩარიცხვის პროცედურა

პროგრამის კატალოგი

კურიკულუმები

სილაბუსები

მასწავლებლები


 
რეგისტრაცია! 
პაროლის აღდგენა 

საზოგადოებრივი კოლეჯი "მიმი"


საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი ICC აცხადებს მსურველთა მიღებას სხვადასხვა სპეციალობებზე.
ჩვენი კოლეჯის კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის მფლობელები ხდებიან.

ყურადღება!
I, II და III საფეხურებზე ჩვენთან სწავლა შეუძლიათ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელ მოსწავლეებსაც (9 კლასის განათლებით).

ღია კარის დღე გაიმართება 2011 წლის 31 აგვისტოს.
გთხოვთ, იხილოთ სპეციალობების ჩამონათვალი და ღია კარის დღის ჩატარების განრიგი.

ცხადდება სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მსურველთა მიღება
...

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება
...

საზოგადოებრივ კოლეჯი მიმის ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი სტუმრობს
ამა წლის 27 ივნისიდან, 2 დღის განმავლობაში საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი კოლეჯის სამუშაო ხედვას, პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამებს, საჭირო დოკუმენტაციას და დაწესებულებაში არსებულ მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას დეტალურად გაეცნობიან. რამდენიმე დღეში კი დადებენ დასკვნას, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად შეესაბამება კოლეჯის მიერ შექმნილი პირობები მოქმედი კანონდმებლობით გათვალისწინებულ ავტორიზაციის სტანდარტებს.

მალე!
სულ მალე კოლეჯს განახლებული, თანამედროვე და კომფორტული ვებ გვერდი ექნება, სადაც მომხმარებელი გაცილებით სწრაფად და მარტივად მოიძიებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას!

საზოგადოებრივი კოლეჯი „მიმი“ ავტორიზაციის მაძიებლად ცნეს
2011 წლის 10 ივნისს საზოგადოებრივი კოლეჯი „მიმი“ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე ავტორიზაციის მაძიებლად ცნეს.

საზოგადოებრივ კოლეჯმა „მიმი“ საავტორიზაციო განაცხადი წარადგინა
2011 წლის 09 ივნისს საზოგადოებრივმა კოლეჯმა „მიმი“ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოსაპოვებლად სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი წარადგინა.

კოლეჯში ელექტრონული მართვის სისტემების დასანერგად თანამშრომლების ტრეინინგი გაიმართა
საზოგადოებრივი კოლეჯში „მიმი“ ახლადშექმნილი ელექტრონული მართვის სისტემების დასანერგად თანამშრომლების ტრეინინგი ჩატარდა. თანამშრომლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ახალი ელექტრონული მართვის სისტემების შესახებ.

საზოგადოებრივ კოლეჯში „მიმი„ პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამებზე მუშაობა დასრულდა
საზოგადოებრივმა კოლეჯმა „მიმი“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობა წარმატებით დასრულდა. კონკრეტული დარგის პრაქტიკოსმა თანამშრომლებმა წარმატებით გაართვეს თავი პროფესიული საგანმანათებლო პროგრამების შემუშავებას.


საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მემორანდუმები გაფორმდა
პპროფესიულ სტუდენტთა უფლებების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველსაყოფად, შპს საზოგადოებრივმა კოლეჯმა „მიმი“ შესაძლებლობების ფარგლებში მოიძია ის საგანამანთლებლო დაწესებულებები, რომლებიც ანხორციელებენ იდენტურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. რათა კოლეჯის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის, ან გაუქმების შემთხვევაში საკუთარ სტუდენტს სწავლის გაგრძელება იმავე პროფესიულ საგნამანთლებლო პროგრმაზე, იმავე პირობებით შესთავაზოს.
აღნიშნული პროფესიული საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში ჩვენ პროფესიულ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება უშუალო კონტაქტი იქონიონ დამსაქმებელთან და იზრუნონ სამომავლო კარიერაზე.

სტრატეგიული განვითარების გეგმების და ახალი მისიის გასაცნობად შეხვედრა გაიმართა
საზოგადოებრივი კოლეჯის „მიმი“ ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ახლადშემუშავებული კოლეჯის სტრატეგიული განვითარების გეგმები და ასევე გამოკითხვის საფუძველზე შემუშავებული ახალი მისია წარუდგინა.
შეხვედრა სასწავლებლის დიდ საკონფერენციო დარბაზში შედგა.

შეხვედრის ფარგლებში სტრატეგიული განვითარების გეგმების ის თითოეული ეტაპი განხილეს, რომლებიც კილეჯის მისიის ძირითადი პოსტულატებიდან გამომდინარეობდა.

კოლეჯმა საწარმოო პრაქტიკისათვის მემორანდუმები გააფორმა
საზოგადოებრივმა კოლეჯმა „მიმი“ საგანამანთლებლო პროგრამების საწარმოო პრაქტიკის განსახორციელებლად ცნობილ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.
პროგრამების მიმართულებების მიხედვით მემორანდუმები შემდეგ კომპანიებთან გაფორმდა:

კოლეჯმა სამომავლო განვითარების სტრატეგია დასახა
საზოგადოებრივი კოლეჯის ,,მიმი" დამფუძნებლის მიერ დამტკიცდა სტრატეგიული განვითარების ერთ წლიანი და ექვსწლიანი გეგმები. აღნიშნული გეგმები შემუშავდა კოლეჯის მისიიდან გამომდინარე და ასახავს სტრატეგიული განვითარების ძირითად მიზნებს, ასევე კონკრეტულ ამოცანებს, მათი შესრულების კალენდარული პერიოდებითა და პასუხისმგებელი პირების მითითებით.
საზოგადოებრივი კოლეჯის ,,მიმი" მიერ დასახული სტრატეგიული განვითარების გეგმა ორიენტირებულია მატერიალური რესურსების გაუმჯობებესებაზე, საქმიანობის გაფართოებასა და ასევე, მარკეტინგული, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გააზრებული პოლიტიკის გატარებაზე.

კოლეჯი ყოველდღიური საქმიანობის მართვაში თანამედროევე ტექნოლოგიების დანერგავს იწყებს.
საზოგადოებრივი კოლეჯი „მიმი“ უახლოეს მომავალში თითქმის მთლიანად გადავა ელექტრონულ მართვის სისტემებზე. სტუდენტთა პირადი საქმეები, მათი მიღწევები, შეფასებები, სიალბუსები და კოლეჯის ფარგელბში მათი სამქიანობის თითოეული ეტაპი ყველა უფლებამოსლი პირთათვის ელექტრონული და მარტივად ხელმისაწვდომი იქნება.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის ფორმები დამტკიცდა
საზოგადოებრივ კოლეჯში „მიმი“ პროფესიული საგანამანთლებლო პროგრამის და შესაბამისი სასწავლო კურსის – სიალბუსის ჩარჩო ფორმები დამტკიცდა. აღნიშნული კიდევ ერთხელ წარმოადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მაღალი ხარისხის გარანტიას.


 

 

 

 

 
 
 
 

Designed & Powered By MIM.EDU.GE ©2011

Counter on Sites